კოვიდ 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინა გორში უკვე ჩამოიტანეს

კოვიდ 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინა გორში უკვე ჩამოიტანეს

  • 2021-03-14 15:40:03

კოვიდ 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინა გორში უკვე ჩამოიტანეს. დღესვე ვაქცინა სამედიცინო კლინიკებში გადანაწილდება. ხვალიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები დაიწყება გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და სამედიცინო კლინიკა „გორმედში“. პირველ ეტაპზე აიცრებიან მაღალი რისკის მქონე მედპერსონალი, ვინც უშუალოდ კოვიდკლინებსა და ცხელების ცენტრში მუშაობენ. რეგისტრაცია შესაბამის პორტალზე უკვე დაწყებულია. გორის ჯანდაცვის ცენტრში დღეს 1300 დოზა ვაქცინა ჩამოიტანეს.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია - 43 200 დოზა შემოვიდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ხვალიდან გორში უკვე დაიწყება ვაქცინაციის პროცესი და მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის, კლინიკები მზად არიან და მედპერსონალს შესაბამისი ტრენინგებიც ჩაუტარდათ. ერთად დგომით, ვაქცინის დახმარებითა და რა თქმა უნდა ყველა რეკომენდაციის დაცვით, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ უხილავი ვირუსის დამარცხებას“. - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი პოსტები