კოვიდ 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან გორშიც დაიწყო

კოვიდ 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან გორშიც დაიწყო

  • 2021-03-15 16:42:52

კოვიდ 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან გორშიც დაიწყო. აცრები ორ ლოკაციაზე - გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და კლინიკა „გორმედში“ მიმდინარეობს. ერთ - ერთი პირველი ვინც გორში ვაქცინა გაიკეთა იაგო მარკოზაშვილია.

ვაქცინის 1300 დოზა გორში გუშინ ჩამოიტანეს.

ელექტრონულ სისტემაში სამედიცინო პერსონალის რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი - ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ)

თუ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირი დამსაქმებელს რეგისტრირებული ჰყავს დასაქმებულად სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში და მას ბოლო 120 დღის მანძილზე არ უფიქსირდება კორონავირუსზე ინფიცირების სტატუსი, მას შეუძლია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის დარეგისტრირდეს მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში.

აცრა ნებაყოფლობითია!

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას!

მსგავსი პოსტები