კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში გრძელდება ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა.
150 მოსწავლეზე გათვლილი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ ჟამად შიდა მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.
სკოლა თანამედროვე სტანდარტებით შენდება და ახალი სასწავლო წლისთვის მზად იქნება.
ახალი საგანმანათლებლო დაწესებულება ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას. სკოლა სამი სოფლის ქვემო გომის, ბორტას და ნიაბის მოსწავლეებს მოემსახურება.
სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება და მისი ღირებულება 2 360 000 ლარია.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.