სოფელ აღაიანში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება.
ამჟამად 500 კუბური მეტრი ტევადობის რეზერვუარის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ ახორციელებს.
სამუშაობის ღირებულება 2 437 956 ლარია და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ ფინანსდება.
750 კომლიან სოფელს წყლის პრობლემა დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა. პროექტის განხორციელების შემდეგ კი მათ წყლის მიწოდება და შესაბამისად საყოფაცხოვრებო პირობები გაუუმჯობესდებათ. ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ეტაპობრივად, ფინანსური საშუალებებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტში პირველ რიგში სასმელი წყლის პრობლემა მოაგვაროს, რადგან იგი მოსახლეობისათის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.