გორის მუნიციპალიტეტში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 7 ახალი დადასტურებული შემთხვევა

გორის მუნიციპალიტეტში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 7 ახალი დადასტურებული შემთხვევა

  • 2021-03-26 12:01:00

გორის მუნიციპალიტეტში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 7 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 პირი.

24 საათში მუნიციპალიტეტში ჩატარდა 255 კვლევა, მათ შორის 201 ანტიგენის, ხოლო 54 PCR ტესტით.

ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 116, საიდანაც სავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს 33 მოქალქე. იზოლაციაში იმყოფება 205 პირი.

მუნიციპალიტეტში დღემდე კორონავირუსზე აიცრა 119 ადამიანი. აცრა ნებაყოფლობითია.

25 მარტიდან მედპერსონალთან ერთად ვაქცინაციის შესაძლებლობა ხელმისაწვდომი გახდა 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც, რომელთაც აქვთ არჩევანის გაკეთების საშუალება „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს შორის.

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს სკოლებისა და საბავშვო ბაღების პერსონალის გეგმიურ ტესტირებას.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად მიმდინარეობს. თუმცა, ქვეყანაში კვლავ ძალაში რჩება რიგი რეგულაციები.

გორის მერია მოგიწოდებთ, ზედმიწევნით დაიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული მოთხოვნები, რათა არ გვქონდეს ახალი შემთხვევების მატება.

.

მსგავსი პოსტები