ხელი მოეწერა ხაშურისა და მისი მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის დაფინანსების საგრანტო შეთანხმებას

ხელი მოეწერა ხაშურისა და მისი მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის დაფინანსების საგრანტო შეთანხმებას

  • 2021-03-26 12:02:03

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რაფაელ ჟოზანმა ხელი მოაწერეს ხაშურისა და მისი მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის დაფინანსების საგრანტო შეთანხმებას. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

პროექტი, რომელსაც საფრანგეთის განვითარების სააგენტო, ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა აფინანსებს, ითვალისწინებს ხაშურისა და მისი მიმდებარე დასახლებების (ზემო და ქვემო ოსიაურის, ცხრამუხას) წყალმომარაგებისა და ხაშურის წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციას.

პროექტის ფარგლებში, აშენდება 170 კმ ახალი წყალმომარაგების ქსელი და რეაბილიტირდება და აშენდება 40 კმ წყალარინების ქსელი; აშენდება წყალმომარგების სათავე ნაგებობები, სატუმბი სადგურები, გადამცემი ხაზები და სადისტრიბუციო ქსელები, ასევე, ჩატარდება ქალაქის საკანალიზაციო ქსელის, მათ შორის კოლექტორების რეკონსტრუქციისა და გაფართოების სამუშაოები. პროექტით გათვალისწინებულია ძველი წყალარინების გამწმენდი ნაგებობის დემონტაჟი, რომლის ნაცვლად აშენდება ახალი ნაგებობა.

ხელშკრულება სამშენებლო სამუშაოებზე, სავარაუდოდ, 2021 წლის ბოლოს გაფორმდება და სამუშაოები 5 წელიწადში ეტაბობრივად დასრულდება. შედეგად, ქალაქ ხაშურსა და მიმდებარე დასახლებებში მცხოვრები დაახლოებით 44 000 ადამიანი ისარგებლებს უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების გამართული სისტემით.

პროექტის საორიენტაციო ღირებულაბ 63 მილიონი ევროა, რომელიც მოიცავს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს 58 მილიონ ევროს დაფინანსებას, ევროკავშირის გრანტს 7,150,000 ევროს ოდენობით და სახელმწიფო დაფინანსებას დაახლოებით 11 მილიონი ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით.

იხილეთ ვრცლად: https://bit.ly/3fjXfb4

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები