კასპში ფარნავაზის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ამჟამად საფეხმავლოებზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.
ქუჩაზე უკვე მოეწყო სანიაღვრე ჭები და ბაზალტის ახალი ბორდიურები, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები.
გზის რეაბილიტაციას უსფ „შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა მშენებლობა კასპიისპირეთის სამმართველო“ ახორციელებს. ქუჩის რებილიტაციაზე 510 677 ლარი იხარჯება.
ფარნავაზის ქუჩაზე წლების განმავლობაში „ჰაიდელბერგცემენტი“-ს ქარხნის ა/მანქანები მოძრაობდა. 2020 წელს მუნიციპალიტეტის მერიასა და „ჰაიდელბერგცემენტი“-ს ქარხნასთან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, ქუჩაზე მათი გადაადგილება შეიზღუდა. მემორანდუმის თანახმად მანქანები ალტერნატიული გზით სარგებლობენ, რაც ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგაც გაგრძელდება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.