ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - დუმაცხოვში, მონასტერსა და ქინძათში გზების რეაბილიტაციის პროექტები ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოები მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად ქურდაძემ, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილმა და მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
დუმაცხოვში გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. რეაბილიტირებული გზით 200-ზე მეტი ადგილობრივი და სოფლის სტუმარი ისარგებლებს. პროექტის ღირებულება 707 ათასი ლარია. პროექტი ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მიმდინარე წლის ზაფხულშია დაგეგმილი სოფელ მონასტერში ბეტონის გზის დაგების სამუშაოების დასრულებაც, რომლით სარგებლობასაც 300-ზე მეტი ადგილობრივი და დამსვენებელი შეძლებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 559535 ლარია.
814 998 ლარი დაიხარჯება სოფელ ქინძათში გზის მოასფალტების პროექტის განსახორციელებლად. პროექტი ორწლიანია. მისი განხორციელების შედეგად სოფელ ქინძათში მცხოვრები 300-ზე მეტი ადამიანის გადაადგილების პირობები გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება. პროექტის დაფინანსების წყარო ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტია.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.