სამების ქუჩის რეაბილიტაცია.
დღეს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ კასპში, სამების ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები დაათვალიერა.
სამების ქუჩასთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოები ლესელიძის, ჯორჯიაშვილის, მეტეხის და ქვათახევის ქუჩებსაც ჩაუტარდებათ. ხუთივე ქუჩა ერთმანეთის მიმდებარეა და ერთმანეთთან დაკავშირებული.
სამების ქუჩის სამუშაოების ღირებულება 88 975 ლარია, ხოლო ხუთივე ქუჩის ერთად 969 980 ლარი. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელსაც შპს „საგზაო სამმართველო #1“ ახორციელებს.
ხუთივე ქუჩა ამორტიზირებულია, გადაადგილებისთვის პრობლემური და მოასფალტებულიც არასოდეს ყოფილა. მჭიდროდ დასახლებულ ქუჩებზე, ინდივიდუალური ბინების გარდა 3 ხუთსართულიანი კორპუსია განთავსებული. ქუჩების რეაბილიტაცია მოსახლეობას გადაადგილების პირობებს გაუუმჯობესებს.
სამების ქუჩის მაცხოვრებლებმა მერთან საუბრისას კმაყოფილება გამოთქვეს ქუჩის რეაბილიტაციის გამო და ვახტანგ მაისურაძეს მადლობა გადაუხადეს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.