რიკოთის ახალ საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად გრძელდება

რიკოთის ახალ საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად გრძელდება

  • 2021-04-02 19:35:57

რიკოთის ახალ საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად გრძელდება.

ამ დროისთვის, სამშენებლო სამუშაო რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იან, ხევი-უბისას 12.2 კმ-იან, უბისა-შორაპანის 13 კმ-იან და შორაპანი-არგვეთას 14.7 კმ-იან მონაკვეთებზე მიმდინარეობს

ამ ეტაპზე, შენდება 62 ხიდი და 39 გვირაბი, უკვე გაჭრილია 6 გვირაბი

პროექტის ფარგლებში საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის ახალი გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს

ამ დროისთვის, რიკოთზე გადაადგილების სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, პროექტის განხორციელების შემდეგ კი, სიჩქარე გაორმაგდება

სამშენებლო სამუშაოები ურთულეს გეოლოგიურ და გეოგრაფიულ მარშრუტზე, რთული საინჟინრო კონსტრუქციებით ხორციელდება

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით

ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2023 წლისთვის.

მსგავსი პოსტები