სახელოვნებო სკოლის რეაბილიტაცია.
ქალაქ კასპში სახელოვნებო (სამუსიკო) სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება.
შეცვლილია სასმელი წყლის და წყალარინების ქსელის გაყვანილობები, სახურავი, კარ-ფანჯრები, ჩატარდა ლესვითი სამუშაოები, ცენტრალური გათბობის მონტაჟი და გარე ფასადის სამღებრო სამუშაოები. შენობაში ამჟამად შიდა ინტერიერზე მუშაობენ.
შენობის ინფრასტრუქტურა ხელმისაწვდომი იქნება შშმ პირებისთვის (პანდუსი, სველი წერტილები).
სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „აგრომშენსერვისი“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 555 291 ლარია და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სკოლაში დღეს 335 მოსწავლეს 18 პედაგოგი ემსახურება. ისინი სწავლობენ მუსიკას, ხელოვნებას და ხატვას.
ათეული წლებია სკოლას სრული რეაბილიტაციის სამუშაოები არ ჩატარებია.
მუნიციპალიტეტის მერია ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს მომავალ თაობას სწავლების სათანადო პირობები შეუქმნას. ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები ახალი, კეთილმოწყობილი შენობითა და გაუმჯობესებული პირობებით შეხვდებიან - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.