გოგებაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

გოგებაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

  • 2021-04-07 12:31:10

გოგებაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე, რომელიც კახნიაშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე გრძელდება, 536 გრძივ მეტრს შეადგენს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც საავტომობილო გზის, ისე საფეხმავლო სივრცის რეაბილიტაცია. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე ქსელიც. გარდა ამისა, იგეგმება სკვერის, გარეგანათების, მოაჯირებისა და დეკორატიული სკამების განთავსება. პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება.

სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

გოგებაშვილის ქუჩის ერთი მონაკვეთი 2018 წელს რეაბილიტირდა. საკათედრო ტაძრის მიმდებარე მოედნის, საავტომობილო გზისა და საფეხმავლო სივრცის რეაბილიტაციასთან ერთად ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყო ბულვარი და საკანალიზაციო ქსელი. ქუჩის ორივე ნაწილის სარეაბილირაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ დაფინანსდა.

მსგავსი პოსტები