ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - დუმაცხოვსა და ქინძათში გზების რეაბილიტაციის პროექტები ხორციელდება

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - დუმაცხოვსა და ქინძათში გზების რეაბილიტაციის პროექტები ხორციელდება

  • 2021-04-08 13:34:21

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - დუმაცხოვსა და ქინძათში გზების რეაბილიტაციის პროექტები ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოები მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად ქურდაძემ, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილმა და მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი პაპიაშვილმა დაათვალიერეს.

დუმაცხოვში გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. რეაბილიტირებული გზით 200-ზე მეტი ადგილობრივი და სოფლის სტუმარი ისარგებლებს. პროექტის ღირებულება 707 ათასი ლარია. პროექტი ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს "იბოლია"ასრულებს.

814 998 ლარი დაიხარჯება სოფელ ქინძათში გზის მოასფალტების პროექტის განსახორციელებლად. პროექტი ორწლიანია. მისი განხორციელების შედეგად სოფელ ქინძათში მცხოვრები 300-ზე მეტი ადამიანის გადაადგილების პირობები გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება. პროექტის დაფინანსების წყარო ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტია. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ქროსპოინტის" მიერ ხორციელდება.

მსგავსი პოსტები