დაბა სურამში მათიაშვილისა და თაყაიშვილის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტები აღნიშნული ქუჩების მოასფალტებას ითვალისწინებს.
სამუშაოების მიმდინარეობა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად ქურდაძემ და მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილმა დაათვალიერეს.
როგორც მათიაშვილის, ისე თაყაიშვილის ქუჩა სურამის მჭიდროდ დასახლებულ უბნებს წარმოადგენს. შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შედეგად 400-ზე მეტი ადგილობრივი და დამსვენებელი ისარგებლებს.
მათიაშვილის ქუჩის მოასფალტების სამუშაოების ღირებულება 234900 ლარია. პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სიახლე+“ აწარმოებს.
თაყაიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 187 649 ლარს უტოლდება. სამუშაოები ასევე ტენდერის შედეგად გამოვლენილი შპს „ბილტმორის“ მიერ ხორციელდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ზაფხულისთვის იგეგმება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.