გრძელდება სოფელ ქვემო გომის საჯარო სკოლის მშენებლობა

გრძელდება სოფელ ქვემო გომის საჯარო სკოლის მშენებლობა

  • 2021-04-15 15:26:00

გრძელდება სოფელ ქვემო გომის საჯარო სკოლის მშენებლობა.

150 მოსწავლისათვის, სკოლა თანამედროვე სტანდარტებით შენდება და მიმდინარე წელს დასრულდება. ამჟამად სკოლაში გარე და შიდა პერიმეტრის სამუშაოები მიმდინარეობს.

სკოლის მშენებლობას, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ემ-სი გრუპი ინდუსტრია“ ახორციელებს. სკოლის შენობის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 2 360 000 ლარია.

საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა მოსწავლემ სრულფასოვანი განათლების შესაძლებლობა თანამედროვე კეთილმოწყობილ სკოლაში მიიღოს - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

მსგავსი პოსტები