სურამში, სარაჯიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება

სურამში, სარაჯიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება

  • 2021-04-15 15:28:56

სურამში, სარაჯიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოები ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად ქურდაძემ და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილმა დაათვალიერეს.

სარაჯიშვილის ქუჩა სურამის ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული უბანია. შესაბამისად, მოასფალტებული გზით 300-ზე მეტი ადგილობრივისა და დამსვენებლის გადაადგილების პირობები გაუმჯობესდება.

პროექტის ღირებულება 187 563 ლარია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჰედეფ ჯორჯია“ ახორციელებს.

მსგავსი პოსტები