გორის მუნიციპალიტეტში უკიდურესად გაჭირვებული და უსახსროდ დარჩენილი მოსახლეობის სასურსათო პაკეტებით დახმარება გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტში უკიდურესად გაჭირვებული და უსახსროდ დარჩენილი მოსახლეობის სასურსათო პაკეტებით დახმარება გრძელდება

  • 2020-03-28 18:06:56

უკიდურესად გაჭირვებული და უსახსროდ დარჩენილი მოსახლეობის სასურსათო პაკეტებით დახმარება გრძელდება

გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და მოადგილეებმა ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა გაჭირვებული ოჯახები მოინახულეს და სასურსათო პაკეტები გადასცეს.

გორის მერია სასურსათო პაკეტების ადრესატების შესარჩევად მოქალაქეთა მომართვიანობის საფუძველზე შემუშავებულ ბაზას იყენებს.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში მოქმედებს სადილის სახლში მიტანის სერვისი. ერთ კვირაზე მეტია გორის მერიის თანამშრომლებსა და მოხალისეებს უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებთან სადილი სახლში მიაქვთ. სასადილოს ბენეფიციარები ხანდაზმული მოქალაქეები არიან.

გორის მერია მადლობა უხდის ყველა ქველმოქმედს , ვინც ასეთ რთულ სიტუაციაში ზრუნავს თანამოქალაქეებზე და ეხმარება მათ.

მსგავსი პოსტები