ბორჯომში სკვერის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები ქალაქის ცენტრში, N1 საჯარო სკოლასთან მიმდინარეობს

ბორჯომში სკვერის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები ქალაქის ცენტრში, N1 საჯარო სკოლასთან მიმდინარეობს

  • 2021-04-19 14:43:21

ბორჯომში, სკვერის მოწყობის სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა , მინისტრის მოადგილემ კობა გაბუნიამ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ოთარ არბოლიშვილმა და მერის მოადგილემ იოსებ რაზმაძემ მოინახულეს.

სკვერის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები ქალაქის ცენტრში, N1 საჯარო სკოლასთან მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და დასასვენებლი სივრცე, განთავსდება სკამები და დამონტაჟდება განათება.

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. სკვერის მოწყობა 717 000 ლარი დაჯდება. სამუშაოებს შპს „არბა“ აწარმოებს.

სკვერის მოწყობის სამუშაოები 3 თვეში დასრულდება.

მსგავსი პოსტები