ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბორჯომში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბორჯომში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა

  • 2021-04-19 20:44:58

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბორჯომში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.

ბორჯომის მასშტაბით ჩატარდა ნაგავშემკრები კონტეინერების რეცხვა-დეზინფექციის სამუშაოები.

უახლოეს დღეებში დეზინფექცია ჩაუტარდება ავტობუსის მოსაცდელებსა და სკვერებს, ასევე სავაჭრო ცენტრების, ბენზინგასამართი სადგურების ,ბანკების, სკოლებისა და აფთიაქების მიმდებარე ტერიტორიებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები ყოველკვირეულ რეჟიმში გაგრძელდება. სპეციალური ხსნარებით მოირეცხება საავტომობილო გზები, საფეხმავლო ბილიკები, ასევე ბანკების, სასურსათო მარკეტებისა და ბენზინგასამართი სადგურების მიმდებარე ტერიტორიები.

მსგავსი პოსტები