ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში გზის გამყოლი საყრდენი კედლის მოწყობა მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში გზის გამყოლი საყრდენი კედლის მოწყობა მიმდინარეობს

  • 2021-04-16 14:45:53

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში გზის გამყოლი საყრდენი კედლის მოწყობა მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოებს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი, მერის მოადგილე იოსებ რაზმაძე და მერიის მონიტორინგის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ტაბატაძე ადგილზე გაეცნენ.

საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებს „საგზაო-სამშენებლო სამმართველო N2“ ასრულებს. კედლის მოწყობის ღირებულება 262 000 ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება ივლისის მეორე ნახევარში იგეგმება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო.

მსგავსი პოსტები