კორონავირუსის პრევენციის მიზნით გორში მორიგი სადეზიფექციო სამუშაოები ჩატარდა

კორონავირუსის პრევენციის მიზნით გორში მორიგი სადეზიფექციო სამუშაოები ჩატარდა

  • 2020-04-10 18:20:22

კორონავირუსის პრევენციის მიზნით გორში მორიგი სადეზიფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სპეციალური ხსნარებით მოირეცხა გორის ქუჩები და გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ცენტრალური გზები.

სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

გორის მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად ხორციელდება, როგორც ქუჩების, ასევე სკვერების, გასართობი სივრცეების, მიწისქვეშა გადასასვლელებისა და ადმინისტრაციული შენობების დეზინფექცია.

სადეზინფექციო ღონისძიებები, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებას ისახავს მიზნად, მომავალშიც გაგრძელდება.

გორის მუნიციპალიტეტების მერიამ და ა(ა)იპ კეთილმოწყობის სამსახურმა სადეზინფექციო სამუშაოები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით განახორციელა.

მსგავსი პოსტები