წმინდაწყლის დასახლებაში აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება განაახლა

წმინდაწყლის დასახლებაში აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება განაახლა

  • 2020-04-30 18:22:22

წმინდაწყლის დასახლებაში აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება დღეს განაახლა.

ბაზარში არსებულ მდგომარეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, წმინდაწყლის დასახლებაში არსებულ ღია აგრარული ბაზრის მომსახურეობით სარგებლობა მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ. არსებული წესების გათვალისწინებით ისინი ობიექტზე პირბადისა და ერთჯერადი ხელთათმანის გარეშე არ დაიშვებიან. მისივე განმარტებით, სავაჭრო ობიექტის ტერიტორიაზე მაქსიმალურადაა დაცული მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციები და სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნები.

ბაზრის შესასვლელი და გასასვლელი გაიმიჯნულია შესაბამისი ნიშნებითა და მითითებით. COVID 19-ით დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით, ბაზრის ადმინისტრაციის მიერ მკაცრად კონტროლდება მომხმარებელთა ნაკადი და დადგენილი წესების დაცვა. ხორციელდება ასევე სავაჭრო ობიექტის ტერიტორიის ინტენსიური დეზინფექცია.

ახალიკორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბაზარი 4 აპრილს დაიხურა.

მსგავსი პოსტები