ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

  • 2021-04-23 14:27:17

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

უკვე დასასრულს უახლოვდება ასფალტის პირველი ფენის დაგება.

პროექტის განსახორციელებლად 814 998 ლარი დაიხარჯება. პროექტი ორწლიანია. მისი განხორციელების შედეგად სოფელ ქინძათში მცხოვრები 300-ზე მეტი ადამიანის გადაადგილების პირობები გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

პროექტის დაფინანსების წყარო ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტია. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ქროსპოინტის" მიერ ხორციელდება.

მსგავსი პოსტები