გზის რეაბილიტაცია სოფელ ზემო რენეში

გზის რეაბილიტაცია სოფელ ზემო რენეში

  • 2021-04-24 14:35:46

გზის რეაბილიტაცია სოფელ ზემო რენეში.

კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ზემო რენეში, ადგილობრივი მნიშვნელობის თბილისი - სენაკი - ლესელიძეს ავტობანთან დამაკავშირებელ გზაზე ასფალტის საფარის პირველი პრის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

ავტობანიდან სოფელში მისასვლელი გზა ამორტიზირებული იყო, გადაადგილება კი არაკომფორტული. აღნიშნული გზა ასფალტირებული არასოდეს ყოფილა.

გზაზე მოეწყობა ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი და რკინა-ბეტონის ღარები ლითონის ცხაურებით. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ ფინანსდება და სამუშაოების დასრულების შემდეგ გზა გადაადგილებისთვის კომფორტული იქნება.

ყველა სოფელს მისასვლელი გზა ასფალტირებული უნდა ქონდეს. მუნიციპალიტეტის სოფლების მისასვლელი გზების 85% ასფალტირებულია. პროცესი გაგრძელდება ვიდრე ყველა სოფელს აღნიშნული პრობლემა არ მოუწესრიგდება - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

მსგავსი პოსტები