გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხუთ და მეტშვილიან ოჯახებს დახმარება გადაეცათ

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხუთ და მეტშვილიან ოჯახებს დახმარება გადაეცათ

  • 2020-05-01 18:40:29

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხუთ და მეტშვილიან ოჯახებს დახმარების სახით ფქვილი გადაეცათ. 

მათი ინფორმაციით, ქველმოქმედთა შემოწირულობა მერიამ აღნიშნული კატეგორიის 55 ოჯახზე გადაანაწილა.

„ოჯახებს საჩუქარი სახლში მერის წარმომადგენლებმა მიუტანეს. კორონავირუსით შექმნილი მდგომარეობის გამო გორის მუნიციპალიტეტში უსახსროდ დარჩენილ ოჯახებს ადგილობრივი ბიზნესმენების გივი აბალაკისა და არჩილ მოგელაშვილის საწარმო უკვე მეორედ დაეხმარა. პირველ ეტაპზე მათი საჩუქარი კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ბენეფიციარი შშმ ბავშვების ოჯახებმა მიიღეს”, -ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები