გორის ცენტრალური ქუჩების სავალი ნაწილი და ტროტუარები სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდა

გორის ცენტრალური ქუჩების სავალი ნაწილი და ტროტუარები სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდა

  • 2020-05-01 18:43:14

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარებას აქტიურად აგრძელებს.

სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და სპეციალური საშუალებებით დამუშავდა ქალაქის ცენტრალური ქუჩების სავალი ნაწილი და ტროტუარები. ასევე, ქალაქში არსებული სკვერების, ბავშვთა გასართობი სივრცეების, მიწისქვეშა გადასასვლელების, აგრომაღაზიების, ქსელური სუპერმარკეტების, ბანკების, აფთიაქების, საავადმყოფოებისა და სხვა ხალხმრავალი ადგილების მიმდებარე ტერიტორიები.

„სადეზინფექციო სამუშოები მომავალშიც ჩატარდება“, - აცხადებენ მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში.

მსგავსი პოსტები