ტაშისკარი-ქვიშხეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ტაშისკარი-ქვიშხეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

  • 2021-05-17 13:03:45

ტაშისკარი-ქვიშხეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და საგზაო მონიშვნები.

ქვიშხეთი და ტაშისკარი ხაშურის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საკურორტო ზონებია. შესაბამისად, მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს 1000-ზე მეტი ადგილობრივისა თუ დამსვენებლის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ჯამში ერთ მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.

მსგავსი პოსტები