დაბა სურამში ამაღლების ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

დაბა სურამში ამაღლების ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

  • 2021-05-17 19:05:17

დაბა სურამში ამაღლების ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა 350 გრძივი მეტრი გზა.

ამაღლების ქუჩა სურამის ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული უბანია. პროექტის განხორციელების შედეგად 200-ზე მეტი ადგილობრივისა და დამსვენებლის გადაადგილების პირობები გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

მოასფალტების სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულება 155 377 ლარია.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჰედეფ ჯორჯია“ ახორციელებს.

მსგავსი პოსტები