ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • 2021-05-17 14:45:59

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის N51, N51ა და N53-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება შენობების იერსახე. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები აგურისა და ლითონის დეკორატიული დეტალებით მოპირკეთდება. ასევე გათვალისწინებულია აივნების ლითონის მოაჯირის მინის დეკორატიული მოაჯირით შეცვლა.

სამუშაოების შპს „ბესთ ბილდ გრუპი“ ასრულებს. ფასადების რეაბილიტაცია 679 086 დაჯდება. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით შესრულდება.

ბორჯომის მერია, ქალაქის მასშტაბით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციას მომავალშიც გეგმავს.

მსგავსი პოსტები