ქალაქ ახალციხეში, ხელოვნური ტბის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება

ქალაქ ახალციხეში, ხელოვნური ტბის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება

  • 2021-05-17 14:49:28

ქალაქ ახალციხეში, ხელოვნური ტბის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მისასვლელი გზის, პარკინგის, სპორტული მოედნების, სკვერის, საბავშვო გასართობი ატრაქციონების, ველო და საფეხმავლო ბილიკების, გარე განათებისა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

ამ დროისთვის ტერიტორიაზე გრუნტის მოსამზადებელი სამუშაოები, ხელოვნური ტბის გარშემო არსებულ საფეხმავლო ბილიკებზე კი დეკორატიული ფილების დაგება მიმდინარეობს.

პროექტის განხორციელების შედეგად, რეკრეაციული ზონა ახალციხელებისა თუ ჩამოსული სტუმრებისათვის კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 882 205 ლარით ფინანსდება.

მსგავსი პოსტები