დიდ არაგიალში საჯარო სკოლის მშენებლობა - რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

დიდ არაგიალში საჯარო სკოლის მშენებლობა - რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

  • 2021-05-19 12:50:35

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დიდ არაგიალში საჯარო სკოლის მშენებლობა - რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლის კაპიტალური რეაბილიტაცია - აღდგენითი სამუშაოები და შენობის დამაგრება.

მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანის თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და პროექტის განხორციელების შედეგად დიდი არაგიალის საჯარო სკოლა კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება მოსწავლეებისთვის.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

მსგავსი პოსტები