გორში საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

გორში საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

  • 2020-05-29 18:54:02

გორის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დადგენილი წესებით იმოძრავებს.

,,გუშინ შევხვდით სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებს, გავაცანით შესაბამისი სავალდებულო რეკომენდაციები, რომელთა დაცვის გარეშეც მუშაობას ვერ შეძლებენ. ტრანსპორტში ყველა მგზავრისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ამის შესახებ სატრანსპორტო კომპანიები სპეციალური სტიკერებით აფრთხილებენ მგზავრებს, გარდა ამისა, არ იმუშავებს კონდიციონერი, რადგან სპეციალისტების რეკომენდაციით, ვირუსის გავრცელებისთვის ერთ-ერთი საფრთხეა, ამიტომ, ღია ფანჯრებით მოხდება რეგულარული განიავება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ  საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას შეძლებს მხოლოდ იმდენი ადამიანი, რამდენი ადგილიცაა ტრანსპორტში, დაუშვებელია ხალხის სიჭარბე ფეხზე მდგომი მგზავრების ხარჯზე. ინტენსიურად მოხდება ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება“, - აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა. 

კორონავირუსის პანდემიის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 31 მარტს აიკრძალა.

აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო GMnews ავრცელებს

მსგავსი პოსტები