კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადება

კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადება

  • 2020-05-28 18:57:14

,,ანტიკრიზისული გეგმისა და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად მიმდინარეობს. თუმცა ქვეყანაში კვლავ ძალაში რჩება სოციალური დისტანცირების რეგულაცია.

თითოეულ მოქალაქეს მადლობას გიხდით იმ დიდი სოციალური პასუხისმგებლობისთვის, რომელიც ამ რთული პერიოდის განმავლობაში გამოიჩინეთ. მჯერა, როგორც აქამდე, ამის შემდეგაც თითოეული თქვენგანი ასეთივე დიდი პასუხისმგებლობით გააგრძელებს არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებას. დამეთანხმებით, მხოლოდ ასე შევძლებთ მიღწეული შედეგის შენარჩუნებას და აღარ დავუბრუნდებით ორი თვის წინ არსებულ რეალობას.

უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო მედიკოსებისა და სამართალდამცველების მიმართ. მათ მართლაც შეუძლებელი შეძლეს.

გორის მუნიციპალიტეტში დღემდე კოვიდ-19 - ის 7 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. მათ შორის 6 უკვე გამოჯანმრთელდა. დაინფიცირების წყარო ცნობილია. შვიდივე შეთხვევა ერთ კლასტერს მიეკუთვნება.

გორის მერია აგრძელებს 24 საათიანი გრაფიკით მუშაობას. უწყების მიერ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რიგი ღონისძიებები განხორციელდა. დისტანციურ სამუშაო რეჟიმის მიუხედავად, საჯარო მოხელეები მოსახლეობას უწყვეტად აწვდიდიან ყველა საჭირო მუნიციპალურ სერვისს, რისთვისაც მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს.

პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მომართვიანობა. ამუშავდა ცხელის ხაზი. მოქალქეების ზარებს მერიის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში პასუხობდნენ.

გაიცა 500 - ზე მეტი საშვი გადაადგილების მიზნით, რომელიც უკავშირდებოდა გადაუდებელ საჭიროებასა და დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის შეუფერხებელ განხორციელებას. მომზადდა ნუსხა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უსახსროდ დარჩენილი ოჯახებისა. მათ დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხით შეძენილ იქნა სასურსათო პროდუქტები, რომლებიც გადაეცა 3000 ოჯახს. გარდა ამისა, უამრავმა ორგანიზაციამ და ფიზიკურმა პირმა გადასცა მერიას საკვები პროდუქტები, რომლებიც ასევე აღნიშნული კატეგორიის 3000 - მდე ოჯახს გადაუნაწილდა. გორის მერია კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ყველა ქველმოქმედს დახმარებისთვის.

იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დიალიზის პროცედურის ჩატარება ესაჭიროებათ, 3 თვის განმავლობაში დაუფინანსდათ (მარტი, აპრილი, მაისი) სამედიცინო დაწესებულებამდე ტრანსპორტირებისთვის საჭირო ხარჯები.

გორის მერია უზრუნველოფს სხვადსხვა სამედიცინო დაწესებულებების იმ თანამშრომლების ტრანსპორტირებას, რომლებსაც პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში განხორციელებული შეზღუდვების გამო შეექმნათ გადადგილების პრობლემა.

საბავშვო ბაღების 6000 - მდე აღსაზრდელმა კუთვნილი საკვები, არამალფუჭებადი პროდუქტების სახით, რამდენიმე ეტაპად უკვე მიიღო.

ინტენსიურად ხორციელდებოდა სპეციალური ხსნარებით სადეზინფექციო სამუშაოები, როგორც გორის ქუჩებსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში, ასევე ადმინისტრაციულ შენობებში, დევნილთა ჩასახლებებში, სკვერებში, დასასვენებელ სივრცეებში და მიწისწვეშა გადასასვლელებში.

გორის მერიის თანამშრომლებით დაკომპლექტებული ჯგუფები ასევე ინტენსიურ რეჟიმში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მასშტაბით საჭირო რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს იმ ობიექტებში, რომლებიც აგრძელებდნენ ეკონომიკურ საქმიანობას.

გთხოვთ, დაიცვათ რეკომენდაციები."- აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის მერი. 

მსგავსი პოსტები