სკრაში, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ახალ სასწავლო წელს რეაბილიტირებულ შენობაში შეხვდებიან

სკრაში, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ახალ სასწავლო წელს რეაბილიტირებულ შენობაში შეხვდებიან

  • 2021-05-25 13:21:24

სკრაში, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ახალ სასწავლო წელს რეაბილიტირებულ შენობაში შეხვდებიან.

შენობა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, 120 ბავშვზეა გათვლილი.

სამუშაოების ღირებულება 864 771 ლარია.

პროექტი მიხედვით, გარდა საბავშვო ბაღის შენობის სრულ რეაბილიტაციისა, კეთილმოეწყობა ეზო და ობიექტის მიმდებარედ არსებული შიდა გზები და მოედნები.

სკრის საბავშვო ბაღის შენობა გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა. მას დღემდე მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია.

მსგავსი პოსტები