20 ივნისიდან უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი ვიზიტორების მომსახურეობას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით გააგრძელებს

20 ივნისიდან უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი ვიზიტორების მომსახურეობას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით გააგრძელებს

  • 2020-06-18 19:04:09

20 ივნისიდან უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი ვიზიტორების მომსახურეობას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით გააგრძელებს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა, შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად უფლისციხის მუზეუმ - ნაკრძალი მოინახულეს.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, ქვეყანაში არსებული მუზეუმ-ნაკრძალები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით იხსნება.

ტურისტული ნაკადების ზრდის მიზნით, ქვეყანაში არსებულ ყველა მუზემსა და მუზეუმ-ნაკრძელში მომსახურების სატარიფო განაკვეთი იცვლება. 3 თვის განმავლობაში ბილეთის ფასი ვიზიტორებისთვის განახევრდება.

მსგავსი პოსტები