ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში აქტიურად მიმდინარეობს კულტურის სახლის რეაბილიტაცია

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში აქტიურად მიმდინარეობს კულტურის სახლის რეაბილიტაცია

  • 2021-05-21 14:39:51

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში აქტიურად მიმდინარეობს კულტურის სახლის რეაბილიტაცია, რომელსაც აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ნიუ პროჯეკტ“-ი.

პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება შენობას: მეთლახის და ხის იატაკის, კარ- ფანჯრების, შეკიდული ამსტრონგის ჭერის, ბეტონის სარინელის და ბაზალტის ბორდიურების მოწყობა. ილესება და იღებება შიდა ოთახები. დამონტაჟდება თეატრალური სკამები.

აღნიშნული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 224777 ლარს.

პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულია 15-მდე ადგილობრივი.

მსგავსი პოსტები