პანდემიის პრევენციის მიზნით უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებისთვის გორის მერიის თანამშრომლებს სადილი სახლში მიაქვთ

პანდემიის პრევენციის მიზნით უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებისთვის გორის მერიის თანამშრომლებს სადილი სახლში მიაქვთ

  • 2020-03-24 19:36:31

პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს უკვე 1 კვირაა სადილი სახლში მიაქვთ. დღეს ცხელი სადილი სახლში 50-მდე მსურველმა მიიღო.

აქციაში, ამ ეტაპზე, გორისა და ატენის ეპარქიასთან არსებული უფასო სასადილოს ბენეფიციარი ოჯახები არიან ჩართული. მათ შორის არიან როგორც ქალაქში, ასევე, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მცხოვრები ადამიანები.

გორის მუნიციპალიტეტის მერია მომზადებული ულუფების ბენეფიციარებამდე მიტანას უზრუნველყოფს. სადილი კი, გორისა და ატენის ეპარქიის ხარჯებით მზადდება, ეპარქიასთან არსებულ, უპოვართა სასადილოში.

გორის მერიის თანამშრომლებს, რომლებიც აქციაში მოხალისეებად არიან ჩართულნი, გავლილი აქვთ ყველა ინსტრუქცია, რითაც შეუძლიათ დაიცვან, როგორც საკუთარი, ასევე, სასადილოს ბენეფიციართა უსაფრთხოება.

აღნიშნულ აქციასთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო მუშაობს, რომ კუთვნილი საკვები სახლში მიაწოდოს გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღის 6000 აღსაზრდელს. დღემდე საკვებს მხოლოდ სოციალურად დაუცველი 900 აღსაზრდელი იღებდა.

მსგავსი პოსტები