გორის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნება

გორის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნება

  • 2021-06-17 14:07:20

გორის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნება. სოფელ ხელთუბანში სააღმზრდელო დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია უტარდება. ახალ შენობაში სწავლას 200 - მდე აღსაზრდელი შეძლებს. საბავშვო ბაღი 6 ჯგუფზეა გათვლილი და თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს. დაგეგმილია როგორც შენობის სრული განახლება და კომუნიკაციების მოწყობა, ასევე, ეზოს მოწესრიგება და ბავშვებისთვის საუკეთესო პირობების შექმნა.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, რაზეც მილიონ ლარამდე იხარჯება.

სამშენებლო სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ვალერიან მჭედლიძესთან ერთად დაათვალიერა.

ხელთუბნის ახალ საბავშვო ბაღში, ადგილობრივ ბავშვებთან ერთად, თორტიზაში მაცხოვრბელი ბავშვებიც შეძლებენ სწავლას. ამ დრომდე ხელთუბნის ბაღის 3 ჯგუფი დროებით ფართში ფუნქციონირებს. მომავალი სასწავლო წლიდან კი მათ თანამედროვე სტანდარტების კეთილმოწყობილი შენობა ექნებათ.

მსგავსი პოსტები