ხაშურში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდებაც

ხაშურში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდებაც

  • 2021-06-29 11:12:35

ხაშურში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

პროექტი ითვალისწინებს სტადიონის ხელოვნურსაფარიანი მოედნის, ორი ათას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების, სპორტული განათების, დამხმარე ნაგებობების, სარწყავი სისტემის, საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობასა და სხვა აუცილებელი სამუშაოების ჩატარებას. სტადიონის მიმდებარედ მოეწყობა ღია ავტოსადგომიც.

მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად ქურდაძემ, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს, მისი ღირებულება 6.5 მილიონი ლარია.

მსგავსი პოსტები