ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანისუბანში სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანისუბანში სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება

  • 2021-06-18 14:17:21

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანისუბანში სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში გზის მოასფალტების და სანიაღვრე არხების მოწყობა ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოების დასათვალიერებლად ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი ზაალ დუგლაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად ქურდაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სოფელ სავანისუბნამდე მისასვლელი გზის დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულისთვის იგეგმება. შედეგად, 400-ზე მეტი ადგილობრივისა და დამსვენებლის გადაადგილების პირობები გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

მოასფალტების სამუშაოების ღირებულება 674 229 ლარია. პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დინ გრუპი“ ახორციელებს, დაფინანსების წყარო კი, ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტია.

მსგავსი პოსტები