ქალაქის მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ქალაქის მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

  • 2020-09-04 21:55:47

ბათუმში აქტიურად გრძელდება მუნიციპალური ავტობუსების სპეციალური ხსნარებით დამუშავება. სადეზინფექციო სამუშაოები ყოველ ღამით ხორციელდება. პარალელურად მიმდინარეობს მიკროავტობუსების დაზინფექციაც. ჯამში, ქალაქის მასშტაბით, სპეციალური ხსნარებით დამუშავდება: მუნიციპალური ტრანსპორტის სრული ავტოპარკი, 600-მდე სამარშრუტო ტაქსი, ავტობუსების 150-მდე მოსაცდელი, 40-მდე სკვერი და პარკი, ატრაქციონები, სპორტული მოედნები, 200-ზე მეტი იტალიური ეზო, 850-მდე მრავალბინიანი სახლის სადარბაზო და ლიფტები. სადეზინფექციო ღონისძიებების მიმდინარეობას ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი გაეცნო.

 

🎬 იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები