,,ცაგერის მუნიციპალიტეტში 456 ადამიანზე ჩატარებულ PCR ტესტის პასუხიდან ყველა უარყოფითია თუმცა,ჩვენო ძვირფასო ადამიანებო,ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას.სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და თქვენი დახმარებით ,ჩვენი სისტემის ყველა რგოლის კოორდინირებული მუშაობით,იმედი გვაქვს,კვლავ შევინარჩუნებთ ასეთ მდგომარეობას’’ - განაცხადა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა - ავთანდილ უგრეხელიძემ და ადგილობრივ მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.
,,მაქსიმალურად მოვერიდოთ ყველა სახის თავყრილობას,გამოვიყენოთ პირბადეები,დავიცვათ სოციალური დისტანცია მაღაზიებში,აფთიაქებში,ბანკებში,მომსახურეობის ცენტრებში,საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ადგილზე. შევასრულოთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები.რაიმე დამახასიათებელი სიმპტომის შემთხვევაში მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას გავუფრთხილდეთ ჩვენი და ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობას,განსაკუთრებით რისკ-გუფის ადამიანებს. გვიგულეთ თქვენს გვერდით“- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.