ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში-ლაჯანასა,ლეშკედასა და სპათაგორში კორონავირუსი 5 ადამიანს დაუდასტურდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში-ლაჯანასა,ლეშკედასა და სპათაგორში კორონავირუსი 5 ადამიანს დაუდასტურდა

  • 2020-09-08 16:53:47

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში-ლაჯანასა,ლეშკედასა და სპათაგორში კორონავირუსი 5 ადამიანს დაუდასტურდა.

,,სამწუხაროდ, ლეჩხუმშიც შემოაღწია პანდემიამ! ლეჩხუმმა დაკარგა ამ დრომდე შენარჩუნებული ,, მწვანე ზონის" სტატუსი.

მიმდინარეობს კონტაქტების შესწავლა.აქტიურად მუშაობენ ეპიდემიოლოგები.შემდგომი ნაბიჯებიც ამის შემდეგ განისაზღვრება.

გთხოვთ, გაგებით და მშვიდად მოვეკიდოთ შექმნილ მდგომარეობას. სიტუაცია მართვადია და კონტროლს ექვემდებარება.

განსაკუთრებით დავიცვათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები“- აღნიშნა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა - ავთანდილ უგრეხელიძემ.

მსგავსი პოსტები