სოფელ ნიაბის და ბორტას გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ ნიაბის და ბორტას გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • 2021-10-26 12:55:21

სოფელ ნიაბის და ბორტას გზის რეაბილიტაცია

შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ -მა, კასპის მუნიციპალიტეტში შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სოფელ ნიაბი - ბორტას გზის ასფალტის პირველი პირის დაგება დაიწყო.

გზაზე ეწყობა ხელოვნური ნაგებობები, რკინა ბეტონის კიუვეტები, ეზოში შესასვლელები და საგზო ნიშნები.

გზის რეაბილიტაცია სოფელ ქვემო გომიდან გაგრძელდა (გზა გასულ წელს მოასფალტდა), გაივლის სოფელ ნიაბს, ბორტას და სოფელ მეტეხს უერთდება.

გზის რეაბილიტაციაზე რომლის სიგრძე 3 305 გრძივი მეტრია 2 447 902 ლარი იხარჯება.

სამუშაოს დამკვეთი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტია.

მუნიციპალიტეტის მიზანია - კეთილმოწყობილი მისასვლელი გზა ქონდეს ყველა სოფელს გრძელდება, ვიდრე ყველა დასახლებული სოფლის პრობლემა არ მოგვარდება.

მსგავსი პოსტები