შპს „დანი ქონსტრაქშენი“ სოფელ დოესში ხელოვნურ საფარიან მინი მოედნის სამუშაოებს აწარმოებს

შპს „დანი ქონსტრაქშენი“ სოფელ დოესში ხელოვნურ საფარიან მინი მოედნის სამუშაოებს აწარმოებს

  • 2021-10-25 13:05:53

შპს „დანი ქონსტრაქშენი“ სოფელ დოესში ხელოვნურ საფარიან მინი მოედნის სამუშაოებს აწარმოებს.

ამჟამად მოწყობილია საძირკველი და მიმდინარეობს მოედნის მეტალოკონსტრუქციით შემოღობვა.

მოედანზე მოეწყობა ხელოვნური ბალახის საფარი, ფეხბურთის კარი, კალათბურთის ფარები და განათება.

პროექტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 87 588 ლარია.

სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც მეტად მნიშვნელოვანი და აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვისა და განმტკიცების ხელშეწყობისთვის კასპის მუნიციპალიტეტის მერიისათვის პრიორიტეტულია. ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი სპორტული სივრცე შეიქმნას. მიმდინარე წელს 3 სოფელში შენდება ხელოვნურ საფარიანი მინი მოედანი, ხოლო 10 ლოკაციაზე -5 სოფელსა და ქალაქის 5 ქუჩაზე გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორები მოეწყო - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

მსგავსი პოსტები