კასპში, გაბაშვილის ქუჩაზე ასფალტის პირველი ფენის სამუშაოები დასრულდა

კასპში, გაბაშვილის ქუჩაზე ასფალტის პირველი ფენის სამუშაოები დასრულდა

  • 2021-10-20 13:06:38

კასპში, გაბაშვილის ქუჩაზე ასფალტის პირველი ფენის სამუშაოები დასრულდა. ამჟამად ქუჩის ჩიხებზე ბეტონის საფარის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ ასფალტის საფარის მეორე პირი დაიგება.

გაბაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „შარა“ აწარმოებს.

პროექტი ფინანსდება რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ და მასზე 289 750 ლარი იხარჯება.

გაბაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები გზის მოწესრიგებას ითხოვდნენ, რადგან გაუვალი იყო - განსაკუთრებით ნალექიანი ამინდის დროს. სამუშაოს დასრულების შემდეგ ქუჩა კეთილმოწყობილი და გადაადგილებისას კომფორტული იქნება -აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

მსგავსი პოსტები