ბერბუკში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია იწყება

ბერბუკში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია იწყება

  • 2021-10-20 13:08:14

ბერბუკში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია იწყება.

სამუშაოების ღირებულება 679 529 ლარს შეადგენს.

იგეგმება გზის სამი მონაკვეთის რეაბილიტაცია. მათი ჯამური სიგრძე 1 181 მეტრია.

გზის პირველი მონაკვეთი, რომლის სიგრძეც 525 მეტრია, წარმოადგენს სოფელთან მისასვლელ გზას.

გზის მეორე, 465 მეტრიანი მონაკვეთი, სოფელ სვენეთისკენ მიმავალი გზიდან იწყება და მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედ ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურთან სრულდება.

გზის მესამე, 191 მეტრიანი მონაკვეთი კი, თბილისი - სენაკი - ლესელიძის საავტომობილო გზიდან სოფელ სვენეთისკენ მიემართება.

აღნიშნულ მონაკვეთებზე გზის საფარი მნიშვნელოვნად დაზიანებულია, სადაც ძველი ასფალტის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი.

პროექტის მიხედვით, გარდა საავტომობილო ნაწილისა, რეაბილიტირდება მიერთებები და ეზოებში შესასვლებიც.

მსგავსი პოსტები