ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში საკრებულოს სხდომა გაიმართა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში საკრებულოს სხდომა გაიმართა

  • 2020-11-25 18:50:32

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 36-ე რიგითი სხდომა გამართა.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 10 საკითხს შორის განხილული და დამტკიცებული იქნა ქუთაისის ბიუჯეტის მე-6 ცვლილების ფინანსური ნუსხა, რომლის პროექტის შემუშავებისას მხედველობაში იქნა მიღებული კორონავირუსის პანდემიის შედეგად განვითარებული მოვლენები.

აღნიშნული ცვლილების განხორციელების შედეგად, ბიუჯეტის მთლიანი ასიგნება არ შეცვლილა. ცვლილება განიცადა მხოლოდ ხარჯვითმა ნაწილმა, კერძოდ, წარმოქმნილი ეკონომიების გამო, მოხდა პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილება.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები დაკორექტირდა, მაგრამ ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით, მთლიანი ასიგნება უცვლელი დარჩა და იგი შეადგენს 76634,2 ათას ლარს.

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშიც მოისმინეს.

მსგავსი პოსტები