ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში

ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში

  • 2020-12-01 13:00:13

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და 2021 წლის სამომავლო გეგმები განიხილეს.

სამცხე-ჯავახეთი ინფრასტრუქტურული სამუშაოების, საკასო შესრულების კუთხით ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებს შორის მეორე ადგილზეა.

სამუშაო შეხვედრაზე, სახელმწიფო რწმუნებულმა, უშუალოდ მერებისგან მოისმინა ინფორმაცია მუნიციპალიტეტებში კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შესახებ, გატარებული და დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებების თაობაზე, აგრეთვე იმსჯელეს სოციალური და სხვა ტიპის სერვისების შესახებ, რომელიც შესაძლებელია მუნიციპალიტეტების მიერ შეთავაზებულ იქნეს მოწყვლადი ჯგუფებისათვის.

სამუშაო შხვედრას ესწრებოდნენ რწმუნებულის მოადგილეები, სამხარეო ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელები და მუნიციპალიტეტების მერები.

მსგავსი პოსტები