ბორჯომისა და ბაკურიანის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის სასურსათო პაკეტების გაცემა დაიწყო

ბორჯომისა და ბაკურიანის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის სასურსათო პაკეტების გაცემა დაიწყო

  • 2020-12-01 14:04:46

ბორჯომისა და ბაკურიანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებებმა საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის სასურსათო პაკეტების გაცემა დაიწყეს.

ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება „ჯანმრთელი მომავალი“ სასურსათო პაკეტებს, 11-ივე საბავშვო ბაღის 830 აღსაზრდელს გადასცემს. სურსათი დაურიგდება ბაკურიანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 90 აღსაზრდელს.

საბავშვო ბაღებში, სასურსათო პაკეტების გაცემის პროცესს ,ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი გაეცნო.

სასურსათო პაკეტი 11 სახეობის პროდუქტს მოიცავს.

სურსათი, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს დეკემბრის თვეშიც გადაეცემათ.

სურსათს, ბორჯომის მერია პანდემიის პირობებში ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით გასცემს.

მსგავსი პოსტები